Wednesday, December 19, 2012

,,მზის სისტემა,დედამიწა“ თავი 1 : მზის სიტემა



თავი1: მზის სისტემა
მზის სისტემა კოსმოსის ის ნაწილია, რომელსაც დედამიწა ეკუთვნის .მის ცენტრში მდებარეობს მზე, ჩვენი ვარსკვლავი, რომლის მასაც მზის სისტემის მთლიანი მასის 99,9 პროცენტს შეადგენს.მზის მიზიდულობას „ჩაჭერილი აქვს’’ მზის მახლობლად მდებარე ყველა კოსმოსური სხეული, 9 პლანეტისა და 63 მთვარის ჩათვლით.მზის სისტემის ფორმირება 4,6 მილიარდი წლის წინ, მოლეკულური კოლაფსის შედეგად მოხდა. სისტემის მასის უმეტესობას (99,86%) მზე მოიცავს. ოთხი შედარებით პატარა შიდა პლანეტა მერკური, ვენერა,დედამიწა  და მარსი (მათ ასევე მოიხსენიებენ,როგორც კლდოვანი პლანეტები), ძირითადად,ქვისა და მეტალისგან შედგება, ხოლო ორი უდიდესი პლანეტაიუპიტერი და სატურნი, ძირითადად, წყალბადითა და ჰელიუმით არიან გაჯერებულნი. ორ უშორეს პლანეტებზეურანზე და ნეპტუნზე მეთანის, წყალბადის და ამიაკის ყინულების დიდი მარაგია, რის გამოც მათ ზოგჯერ ყინულის გიგანტებად მოიხსენიებენ.
მზის სისტემაში ასევე არის რეგიონები, სადაც შედარებით პატარა ობიექტები ბინადრობენ. ასტეროიდული სარტყელი, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს, კლდოვანი პლანეტების მსგავსია, რადგან მათი შედგენილობაში ძირითადად ქვა და მეტალი შედის, თუმცა ისინი ზომით ძალიან პატარები არიან, პლანეტებად რომ ჩაითვალონ. ნეპტუნის ორბიტის გაღმა კოიპერის სარტყელიმიმოფანტული დისკო მდებარეობს. მასში .. ტრანს-ნეპტუნისეული ობიექტები ბინადრობენ, რომლებიც წყლის, მეთანისა და ამიაკის ყინულებით არიან გაჯერებულები. ამ დასახლებაში 5 ცალკეული ობიექტი გამოიყოფა: ცერერა, პლუტონი ჰომეა, მაკემაკე და ერისი. ისინი საკმარისად დიდები არიან იმისთვის, რომ თავიანთი გრავიტაციით მრგვალი (მთლად მრგვალი არა, მომრგვალო) ფორმა მიიღონ. სწორედ ამიტომ მათ ჯუჯა პლანეტებად მოიხსენიებენ.
მზიური ქარიმზიდან წამოსული პლაზმა, რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში ქმნის დიდ ბუშტს, სახელად ჰელიოსფერო. ურტის ნისლეული, რომელიც მიჩნეულია, რომ გრძელ-პერიოდიანი კომეტების წყაროა, შესაძლებელია 1000-ჯერ შორს მდებარეობდეს, ვიდრე ჰელიოსფერო. ჰელიოპაუზა არის ის წერტილი, როდესაც მზიური ქარის წნევა ტოლია ვარსკვლავთშორისი ქარის (ანუ საპირისპირო) წნევისა. მზის სისტემა მოთავსებულია ირმის ნახტომის ერთ-ერთ მკლავში. ჩვენი მზის სისტემა ცენტრალური შავი ხვრელიდან 26 000 სინათლის წლითაა დაშორებული. რამდენიმე ათასეულობით წელიწადის განმავლობაში ადამიანები მზის სისტემის არსებობას ვერ ამჩნევდნენ (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლის პიროვნებას). ხალხს მიაჩნდა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრში მოთავსებული სტაციონალური (უძრავი) ობიექტი იყო, რომელიც მთლიანად განსხვავდებოდა იმ ობიექტებისაგან, რომლებიც ღამის ცაზე მოძრაობდნენ. თუმცა, ბერძენ ფილოსოფოსს არისტარქეს მოსაზრება ჰქონდა ჰელიოცენტრულ გადაადგილებაზე, ხოლო ნიკოლას კოპერნიკი იყო პირველი ადამიანი, ვინც მათემატიკურად იწინასწარმეტყველა ჰელიოცენტრული სისტემა. მისმა XVII საუკუნის მემკვიდრეებმა - გალილეო გალილეიმ, იოჰანეს კეპლერმა და ისააკ ნიუტონმა ფიზიკის საკითხი განავითარეს, რომელმაც საერთო თანხმობა მისცა იმ აზრს, რომ დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს და ეს პლანეტები იმავე ფიზიკური ძალით იმართევიან, რითაც დედამიწა. გარდა ამისა, ტელესკოპის გამოგონებამ მეცნიერებს საშუალება მისცა უფრო შორეული პლანეტები და მთვარეები აღმოეჩინათ. შედარებით გვიან, ტელესკოპების გაუმჯობესებამ და უპილოტო ზონდების გაშვებამ საშუალება მოგვცა სხვა პლანეტებზე გეოლოგიური ფენომენები, როგორიცაა მთები და კრატერები, სეზონური მეტეოროლოგიური ფენომენები - ღრუბლები, მტვრის შტორმები და სხვ. გამოგვეკვლია.  
თავი1.1:მზის სისტემის სტრუქტურა 
მზის სისტემის სტრუქტურა ასეთია: მთავარი შემადგენელი ნაწილი მზეამთავარი მიმდევრობის G2 ტიპის ვარსკვლავი, რომელიც მზის სისტემის მასის 99,86%-ია. იგი გრავიტაციულად დომინირებს მთელ სისტემაში. მზის ოთხი უდიდესი პლანეტაგაზური გიგანტები, დანარჩენი მასის 99%-ია, მარტო იუპიტერი და სატურნი კი 90%-ზე მეტი.
მზის გარშემო მოძრავი დიდ ობიექტთა უმეტესობა დედამიწის ორბიტის სიბრტყესთან ახლოს (სახელად ეკლიპტიკა) მოძრაობენ. პლანეტები ძალიან ახლოს არიან ეკლიპტიკასთან, ხოლო კომეტებს და კოიპერის სარტყლის ობიექტებს ხშირად შედარებით დიდი დახრილობა აქვთ ეკლიპტიკის მიმართ. ყველა პლანეტა და სხვა ობიექტთა უმეტესობა იმავე მიმართულებით ბრუნავს, საითაც მზე. არსებობს გამონაკლისები, მაგალითად ჰალეის კომეტა.
მზის სისტემის საერთო სტრუქტურას მზე შეადგენს - ოთხი შედარებით პატარა შიდა პლანეტებით, რომლებიც გარშემორტყმულია ასტეროიდული სარტყლით, და ოთხი გაზის გიგანტი, რომელთაც გარს კოიპერის სარტყლის გაყინული ობიექტები აკრავთ. ზოგჯერ, ასტრონომები ამ სტრუქტურას ორ რეგიონად ყოფენ. შიდა მზის სისტემა მოიცავს 4 კლდოვან პლანეტას და ასტეროიდულ სარტყელს. გარე მზის სისტემა კი ასტეროიდების გაღმა ვრცელდება, 4 გაზური გიგანტის ჩათვლით.
მზის სისტემაში პლანეტეთა უმეტესობა მეორად სისტემებს ფლობენ, რომელიც მათ გარშემო მოძრავი პლანეტარული ობიექტები არიან - ბუნებრივი თანამგზავრები ან მთვარეები (ორი მათგანი პლანეტა მერკურიზე დიდია), ან გაზური გიგანტების შემთხვევაში პლანეტარული რგოლები. ეს უკანასკნელი პაწაწინა ნაწილაკების თხელი ჯგუფია, რომლებიც შეთანხმებულად მოძრაობენ პლანეტის გარშემო. უდიდეს მთვარეთა უმეტესობა სინქრონულ ბრუნვაშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთვარე მუდამ ერთი მხარითაა მიბრუნებული თავის დედაპლანეტასთან (სპინ-ორბიტალური რეზონანსი 1:1 ამის გამო ვხედავთ ჩვენ მთვარის მხოლოდ "ახლო მხარეს").
კეპლერის პლანეტარული მოძრაობის კანონები ობიქტების მოძრაობას აღწერენ მზის გარშემო. ამ კანონების თანახმად, თითოეული ობიექტი ელიფსურად მოძრაობს მზის გარშემო, ერთი ცენტრის გარშემო. ობიექტები, რომლებიც მზესთან უფრო ახლოს მდებარეობენ (მათ შედარებით მცირე დიდი ნახევარღერძები აქვთ) უფრო სწრაფად მოძრაობენ, რადგან ისინი მზის გრავიტაცია მათზე უფრო დიდ გავლენას ახდენს (რადგან ახლოსაა). ელიფსურ ორბიტაზე, სხეულის დაშორება მზიდან წლის განმავლობაში იცვლება. სხეულის უახლოეს წერტილს მზემდე ეწოდება პერიჰელიუმი, ხოლო უშორესს აფელიუმი. პლანეტების ორბიტები თითქმის წრიულია, მაგრამ ბევრი კომეტა, ასტეროიდები და კოიპერის სარტყლის ობიექტები ძალზე ელიფსურ ორბიტებზე მოძრაობენ. მზის სისტემაში სხეულების პოზიციების წინასწარმეტყველება შესაძლებელია რიცხობრივი მოდელების გამოყენებით. 
თავი1.2:მზის შედგენილობა
მზის შედგენილობა: ჩვენი მზე, რომელშიც მზის სისტემის თითქმის მთელი მატერიაა თავმოყრილი, დაახლოებით 98% წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. იუპიტერს და სატურნს, რომლებიც მზის სისტემის დანარჩენ მატერიას თითქმის სრულად შეიცავენ, ატმოსფეროში ამავე ელემენტების 99% მაგარი აქვთ. მზის სისტემაში შემადგენლობის გრადიენტი არსებობს, რომელსაც მზის სითბო და წნევა წარმოქმნის. ის ობიექტები, რომლებიც მზესთან შედარებით ახლოს არიან, უფრო მეტად ექცევიან მზის სითბოსა და წნევის ქვეშ, რის გამოც ისინი უფრო მაღალი დნობის ტემპერატურიანი ელემენტებით არიან გაჯერებულნი, ხოლო უფრო შორი ობიექტები მზიდან, ძირითადად, შედარებით მსუბუქი ელემენტებისგან შედგებიან.
შიდა მზის სისტემაში არსებული ობიექტები, ძირითადად, ქვისგან შედგებიან (ქვა კრებითი სახელია დნობის მაღალ ტემპერატურიანი ელემენტებისთვის, როგორიცაა სილიკატები, რკინა ან ნიკელი, რომლებიც მყარად რჩებიან პროტოპლანეტარულ ნისლეულის თითქმის ყველა მდგომარეობაში). იუპიტერი და სატურნი, ძირითადად, გაზებისგან შედგებიან. გაზი ასტრონომიული ტერმინებით ისეთ მატერიას მოიცავს, რომელსაც დნობის ძალიან დაბალი ტემპერატურა აქვს, ხოლო ორთქლის მაღალი წნევა. ასეთებია მოლეკულარული წყალბადი, ჰელიუმი და ნეონი, რომლებიც ყოველთვის გაზურ მდგომარეობაში იყვნენ ნისლეულში. ყინულებს, როგორიცაა წყალი, მეთანი, ამიაკი, წყალბადის სულფიდი და ნახშირორჟანგი, დნობის ტემპერატურა რამდნიმე ასეული გრადუსი აქვთ კელვინით, ხოლო მათი მდგომარეობა დამოკიდებულია გარემომცველ წნევასა და ტემპერატურაზე. ეს ყინულები შესაძლოა ნებისმიერ მდგომარეობაში აღმოვაჩინოთ მზის სისტემის განსხვავებულ ადგილებზე, ხოლო ნისლეულში ისინი მყარ ან გაზურ მდგომარეობაში იყვნენ. ყინულოვანი მატერია გიგანტი პლანეტების თანამგზავრებზე გვხვდება, ასევე ყინულის მარაგი დიდია ურანსა და ნეპტუნზე, რის გამოც მათ "ყინულოვან გიგანტებს" უწოდებენ.
მზე მზის სისტემის ერთადერთი ვარსკვლავია. მისი უზარმაზარი მასა (დედამიწაზე 332 900-ჯერ მძიმე) ბირთვში წარმოქმნის ისეთ უზარმაზარ ტემპერატურასა და სიმკვრივეს, რომ ხელს უწყობს ბირთვული სინთეზის გაღვივებას, სინთეზისა, რომელიც უზარმაზარი ენერგიის წყაროა. მზე თავის ენერგიას, ძირითადად, ელექტრომაგნიტური სპექტრის 400-700 ნანომეტრი ტალღის სიგრძეში ასხივებს. ეს ელ.მაგნიტური სპექტრის ის დიაპაზონია, რომელსაც ჩვენი თვალი აღიქვამს - ხილული სინათლე.
ჩვენი მზე G2 ტიპის ყვითელ ჯუჯა ვარსკვლავად არის კლასიფიცირებული, მაგრამ ეს სახელი (ჯუჯა) ძალზეც დამაბნეველია, რადგან ჩვენს გალაქტიკაში არსებული ვარსკვლავების უმრავლესობასთან შედარებით, ჩვენი დედავარსკვლავი გაცილებით დიდი და კაშკაშაა. ვარსკვლავები ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამის მიხედვითაა კლასიფიცირებულია. ეს დიაგრამა ვარსკვლავებს სიკაშკაშითა და ზედაპირის ტემპერატურით ყოფს. ზოგადად, ვარსკვლავი რაც უფრო ცხელია, მით უფრო კაშკაშაა. თუმცა, მზეზე დიდი და კაშკაშა ვარსკვლავები ძალიან იშვიათია ხოლო უფრო მკრთალი და გრილი ვარსკვლავები, რომელთაც წითელი ჯუჯები ეწოდებათ, უფრო გავრცელებულია სამყაროში და გალაქტიკის ვარსკვლავების 85%- შეადგენენ.
მტკიცებულების მიხედვით, მზის პოციზია მთავარ მიმდევრობაზე მას .. "სიცოცხლის აყვავებად" ვარსკვლავად აქცევს. მის ბირთვში ჯერ წყალბადის საწვავი არ ამოწურულა, რითაც თერმობირთვული რეაქციები ხდება და მზე ანათებს. მზე უფრო კაშკაშა ხდება. მის ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ის დღევანდელი სიკაშკაშის მხოლო 70%- აღწევდა.
მზე I დასახლების (ან მეტალით მდიდარი) ვარსკვლავია. ის სამყაროს ევოლუციის შედარებით დაგვიანებულ ეტაპზე გაჩნდა. ამგვარად, ის შედარებით ბევრ მძიმე ელემენტს შეიცავს (ვიდრე ჰელიუმი და წყალბადი. ასტრონომიაში წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებს "მეტალებს" უწოდებენ), ვიდრე უფრო ბებერი II დასახლების (მცირე მეტალიანი) ვარსკვლავები. წყალბადზე და ჰელიმზე მძიმე ელემენტები (ანუ "მეტალები") უძველესი და აფეთქებადი (ზეახალი) ვარსკვლავების ბირთვში წარმოიქმნენ, ამიტომ ვარსკვლავების პირველი თაობა ვალდებული იყო დაღუპულიყო, სანამ სამყარო ასეთი ატომებით გამდიდრდებოდა. უძველესი ვარსკვლავები ძალიან მცირე მეტალებს შეიცავენ, ხოლო ვარსკვლავები, რომლებიც უფრო მოგვიანებით დაიბადნენ - მეტს. მეცნიერებს სჯერათ, რომ სწორედ მეტალების ასეთმა დონემ ითამაშა გადამწყვეტი როლი მზის პლანეტარული სისტემის ფორმირებისთვის, რადგან პლანეტბი "მეტალების" შეხორცებისგან ფორმირდებიან.
თავი1.4:მზის ქარები
მზე სინათლესთან ერთად დამუხტული ნაწილაკების განუწყვეტელ ნაკადს (პლაზმა) ასხივებს. მას მზიური ქარი ეწოდება. ეს ნაწილაკების ნაკადი მზიდან დაახლოებით 1,5 მილიონი კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, რის შედეგადაც ქმნის გათხელებულ ატმოსფეროს (ჰელიოსფეროს), რომელიც მზის სისტემიდან დაახლოებით 100 ..-მდე აღწევს. ამას პლანეტათაშორისი სივრცე ეწოდება. აქტოვობები მზის ზედაპირზე, როგორიცაა მზიური ამოფრქვევები და კორონალური მასის გამოტყორცნა, ჰელიოსფეროს "აწუხებს," რის შედეგადაც კოსმოსური ამინდი წარმოიქმნება, ეს უკანასკნელი კი გეომაგნიტურ შტორმებს იწვევს. ჰელიოსფეროში უდიდესი სტრუქტურა არის .. ჰელიოსფერული ნაკადის ფენა. ის სპირალური ფორმისაა, რომელიც წარმოიქმნა მზის მბრუნავი მაგნიტური ველის აქტივობებით, რომელიც პლანეტათაშორის სივრცეზე მოქმედებდა.
დედამიწის მაგნიტური ველი ატმოსფეროს მზიური ქარებისგან იცავს, რომელსაც ძალუძს მისი წართმევა. ვენერას და მარსს მაგნიტური ველები არ აქვთ, რის შედეგადაც მზიური ქარები მათ ატმოსფეროს თანდათანობით კოსმოსში ფანტავს. კორონალური მასის გამოტყროცნებსა და მსგავს მოვლენებს მაგნიტური ველი და მატერიის უზარმაზარი რაოდენობა მოაქვს. ამ მაგნიტური ველისა და მატერიის ურთიერთქმედება დედამიწის მაგნიტურ ველთან იწვევს დამუხტული ნაწილაკების შეჭრას დედამიწის ზედა ატმოსფეროში, სადაც მისი ურთიერთქმედებები წარმოქმნიან ნათებებს მაგნიტური პოლუსებთან ახლოს (ჩრდილოეთის და სამხრეთის ციალი).
კოსმოსური სხივები მზის სისტემის გარეთ წარმოიქმნებიან. ჰელიოსფერო მზის სისტემას მათგან ნაწილობრივ იცავს. პლანეტარული მაგნიტური ველებიც (რომელ პლანეტებსაც აქვთ) მცირედ იცავენ. კოსმოსური სხივების სიმკვრივე ვარსკვლავთშორის სივრცეში და მზის მაგნიტური ველის სიგრძე ძალიან დიდ დროში იცვლება, აქედან გამომდინარე კოსმოსური რადიაციაციაც ცვალებადია მზის სისტემაში.
პლანეტათაშორისი სივრცე, სულ ცოტა, ორი კოსმოსური მტვრის დისკოს მსგავსი რეგიონის სახლია. პირველი არის ზოდიქური მტვრის ღრუბელი, რომელიც შიდა მზის სისტემაში მდებარეობს და იწვევს ზოდიქურ ნათებას. ის შესაძლებელია წარმოიქმნა ასტეროიდული სარტყლის შეჯახებების შედეგად, რაც პლანეტებთან ურთიერთქმედებითაა გამოწვეული. მეორე რეგიონი 10-დან 40 ..-მდე ვრცელდება და ისიც ალბათ მსგავსი შეჯახებების შედეგად წარმოიქმნა, ოღონდ ასტეროიდული სარტყლის მაგივრად კოიპერის სარტყელი იყო.
თავი1.5:შიდა მზის სისტემა
  რაც შეეხება შიდა მზის სისტემას-  ეს არის  იმ რეგიონის სახელი, სადაც კლდოვანი პლანეტები და ასტეროიდები ბინადრობენ. ეს ობიექტები მზესთან შედარებით ახლოს არიან, ამიტომ ისინი ძირითადად სილიკატებითა და მეტალებით არიან გაჯერებულნი. ამ მთლიანი რეგიონის რადიუსი უფრო ნაკლებია, ვიდრე მანძილი იუპიტერსა და სატურნს შორის.
შიდა პლანეტები.:მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი
4 შიდა ან კლდოვან პლანეტას მკვრივი და ქვიანი შედგენილობა აქვს. ზოგს ან ძალიან ცოტა მთვარე ჰყავს, ან საერთოდ უთანამგზავროდ არიან. ისინი ძირითადად ცეცხლგამძლე მინერალებით არიან გაჯერებულნი, როგორიცაა სილიკატები, რომლებიც ქერქისა და მანტიის ფორმირებას უწყობენ ხელს. ასევე შიდა პლანეტების შედგენილობაში შედიან მეტალები, როგორიცაა რკინა და ნიკელი. ეს უკანასკნელნი კი პლანეტის ბირთვის წარმოქმნაზე არიან პასუხისმგებელნი. 4 კლდოვანი პლანეტიდან 3- (ვენერას, დედამიწას და მარსს) აქვთ იმდენად მყარი ატმოსფეროები, რომ მათ ამინდის წარმოქმნა შეუძლიათ. ყველა კლდოვან პლანეტას აქვს შეჯახების კრატერები და ტექტონიკური ზედაპირის ნიშნები, როგორიცაა ნაპრალიანი ხეობები და ვულკანები.
თავი1.6:კლდოვანი პლანეტები
მერკური (მზიდან დაშორებულია 0,4 ასტრონომიული ერთეულით) მზესთან მდებარე უახლოესი და მზის სისტემაში ყველაზე პატარა პლანეტაა (0,055 დედამიწის მასა). მერკურის ბუნებრივი თანამგზავრები არ ჰყავს. მას ძალიან უმნიშვნელო ატმოსფერო აქვს, რომელიც იმ ატომებისგან შედგება, რომელიც მზიური ქარებიდან მოხვდა მის ზედაპირზე. მერკურის რკინის შედარებით დიდი ბირთვი და თხელი მანტია ჯერჯერობით ადეკვატურად არ არის ახსნილი.
ვენერა (მზიდან დაშორებულია 0,7 ასტრონომიული ერთეულით) თითქმის დედამიწის ზომისაა (0,815 დედამიწის მასა) და ჩვენი პლანეტის მსგავსად სქელი სილიკატური მანტია აქვს რკინის ბირთვის გარშემო. ვენერას საკმაოდ მყარი და მკვრივი ატმოსფერო აქვს. პლანეტის წიაღში გეოლიგიური აქტივობები შეინიშნება. თუმცა, ის დედამიწაზე ბევრად მშრალია და მისი ატმოსფეროს სიმკვრივი ჩვენი პლანეტის სიმკვრივეს 9-ჯერ აღემატება. ვენერას ბუნებრივი თანამგზავრები არ ჰყავს. ის მზის სისტემაში ყველაზე ცხელი პლანეტაა (მიუხედავად იმისა, რომ მეორეა მზიდან დაშორების მიხედვით), რომლის ზედაპირის ტემპერატურა 400 °C აღწევს. ატმოსფეროს ასეთი გადახურება შესაძლებელია სათბურის ეფექტმა გამოიწვია. ვენერაზე გეოლოგიური აქტივობების საბოლოო მტკიცებულება დაფიქსირდა, მაგრამ მას მაგნიტური ველი არ აქვს, რომელიც თავს აარიდებინებდა პლანეტას მისი მყარი ატმოსფეროს დაკარგვისგან. ეს კი გვაფიქრებინებს იმას, რომ მის ატმოსფეროს ვულკანური აქტივობები ამარაგებს რეგულარულად.
დედამიწა (მზიდან დაშორებულია 1 ასტრონომიული ერთეულით) შიდა პლანეტებს შორის ყველაზე დიდი და მკვრივია. ჩვენი პლანეტა ერთადერთი ადგილია მზის სისტემაში (და არა მარტო), სადაც სიცოცხლე არსებობს. მისი თხევადი ჰიდროსფერო კლდოვან პლანეტებს შორის უნიკალურია. დედამიწას ასევე ერთადერთი ცნობილი ადგილია, სადაც ტექტონიკური ფილები შეინიშნება. დედამიწის ატმოსფერო რადიკალურად განსხვავდება სხვა პლანეტების ატმოსფეროებისგან. ჩვენს პლანეტას ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი - მთვარე ჰყავს. ის კლდოვანი პლანეტების მთვარეებს შორის უდიდესია.
მარსი (მზიან დაშორებულია 1,5 ასტრონომიული ერთეულით) დედამიწაზე და ვენერაზე პატარაა (0,107 დედამიწის მასა). მისი ატმოსფერო ძირითაა გაჯერებულია ნახშირორჟანგისგან, ხოლო ზედაპირზე წნევა დაახლოებით 6,1 მილიბარია (დედამიწის 0,6%). მისი ზედაპირი დაფარულია უკიდეგანო ვულკანებით, როგორიცაა ოლიმპოს მთა და ნაპრალიანი ხეობებით, მაგალითად მარინერის ხეობა. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ გეოლოგიური აქტივობები სულ რაღაც 2 მილიონი წლის წინ აქტიურად ხდებოდა. მარსს წითელ პლანეტადაც მოიხსნიებენ. წითელი ფერი კი რკინის ოქსიდისგან (ჟანგი) მოდის, რომელიც მის ნიადაგზე უხვადაა. მარსს ორი პაწაწინა ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს (ფობოსი და დეიმოსი), რომელიც, მეცნიერთა აზრით, მარსის მიერ ჩაჭერილი ასტეროიდები არიან.
თავი1.7:აიროვანი გოგანტები(გარე პლანეტები)
გარე პლანეტებია: ნეპტუნი, ურანი, სატურნი, იუპიტერი
მზის სისტემის გარე რეგიონი გაზის გიგანტი პლანეტების და მათი უზარმაზარი მთვარეების სახლია. მრავალი მოკლე პერიოდიანი კომეტა, კენტავრების ჩათვლით, ამ რეგიონში მოძრაობენ. რადგანაც ისინი მზიდან უფრო დიდი მანძილით არიან დაშორებულნი, მყარი ობიექტები გარე მზის სისტემაში შეიცავენ უფრო აქროლადი ნივთიერებების უფრო მეტ რაოდენობას, როგორიცაა ამიაკი, მეთანი და წყალი, ვიდრე კლდოვანი პლანეტები შიდა მზის სისტემაში, რადგან ცივი ტემპერატურა ამ ნივთიერებებს მყარ მდგომარეობაში ტოვებს.
იუპიტერი (მზიდან დაშორებულია 5,2 ასტრონომიული ერთეულით) დედამიწაზე 318-ჯერ მასიურია, ხოლო ყველა პლანეტის მასა ერთად რომ ავიღოთ, ამ გიგანტის მასა 2,5-ჯერ მეტი იქნება. ის ძირითადად გაჯერებულია წყალბადისა და ჰელიუმისგან. იუპიტერის ძლიერი წიაღისეული სითბო წარმოქმნის არასტაბილურ მახასიათებლებს, როგორიცაა "დიდი წითელი ლაქა." იუპიტერს 66 მთვარე ჰყავს (ჯერ-ჯერობით მეტი არ არის აღმოჩენილი). 4 უდიდესი თანამგზავრი - იო, ევროპა, განიმედე და კალისტო კლდოვანი პლანეტების მსგავს თვისებებს ამჟღავნებენ, როგორიცაა ვულკანიზმი და წიაღისული, შინაგანი სითბო. განიმედე - უდიდესი მთვარე მზის სისტემაში, რომელიც პლანეტა მერკურიზე დიდია.
სატურნი (მზიდან დაშორებულია 9,5 ასტრონომიული ერთეულით) ცნობილია თავისი ამოუცნობი და ულამაზესი რგოლური სისტემით. მას იუპიტერის მსგავსი რამდენიმე თვისება აქვს, როგორიცაა ატმოსფერული შედგენილობა და მაგნიტოსფერო. თუმცა სატურნს იუპიტერის მოცულობის მხოლოდ 60% აქვს და მისი მასის მხოლოდ 1/3-ია, ხოლო დედამიწას 95-ჯერ აჭარბებს. ეს ყველაფერი კი სატურნს ყველაზე ნაკლები სიმკვრივის პლანეტად აქცევს (მისი სიმკვრივე წყლისაზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სატურნს წყლიან ჭურჭელში მოვათავსებთ ის ტივტივს დაიწყებს). მისი რგოლური სისტემა შედგება ყინულისა და ქვის ნატეხებისგან. სატურნს 62 ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს (იუპიტერის მსგავსად, მეტი ჯერ-ჯერობით არ აღმოუჩენიათ). ორ მათგანზე - ტიტანზე და ენცელადუსზე გეოლოგიური აქტივობები შეინიშნება. ისინი უმეტესად ყინულებისგან შედგებიან. ტიტანი სიდიდით მეორე მთვარეა მზის სისტემაში, რომელიც პლანეტა მერკურიზე დიდია. ის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია მზის სისტემაში, რომელსაც ატმოსფერო აქვს.
ურანი (მზიდან დაშორებულია 19,6 ასტრონომიული ერთეულით) დედამიწაზე 14-ჯერ მასიურია და უმსუბუქესია გარე პლანეტებს შორის.ის უნიკალურია პლანეტებს შორის, რადგან მზეს "მხარზე წამოწოლილი" უვლის გარშემო. მისი ღერძული დახრა ეკლიპტიკის მიმართ 90 გრადუსამდეა. მისი ბირთვი გაცილებით ცივია, ვიდრე სხვა გაზური გიგანტებისა. ურანი ძალიან მცირე რაოდენობის სითბოს ასხივებს კოსმოსში. ურანს 27 თანამგზავრი ჰყავს. მათგან უდიდესები ტიტენია, ობერონი, ამბრილი, არიელი და მირანდა არიან.
ნეპტუნი (მზიდან დაშორებულია 30 ასტრონომიული ერთეულით) ურანზე ოდნავ პატარაა, მაგრამ მასზე მასიურია (17 დედამიწის მასა), ანუ უფრო მეტი სიმკვრივე აქვს. ის უფრო მეტ წიაღისეულ სითბოს ასხივებს, მაგრამ სატურნისა და იუპიტერის ოდენობისას ვერა. ნეპტუნს 13 ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს. მათგან უდიდესი ტრიტონი გეოლოგიურად აქტიურია, რომლის ზედაპირზეც თხევადი აზოტის გეიზერები შეინიშნება. ტრიტონი ერთადერთი დიდი მთვარეა, რომელიც უკუღმა ბრუნავს ორბიტაზე. ნეპტუნს თავის ორბიტაზე უმცროსი პლანეტები დაყვებიან, რომელთაც ნეპტუნის ტროელები ეწოდება.

No comments:

Post a Comment