Wednesday, December 19, 2012

,,მზის სისტემა,დედამიწა“ შესავალი


შესავალი

 ადამინანებს ყოველთვის აოცებდათ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, უძველესი დროიდან მათში დიდ ინტერეს იწვევდა კოსმოსი. ციურ სხეულებს და მათ მოძრაობას აკვირდებოდნენ ანტიკურ ცივილიზაციებში და გროვდებოდა მონაცემები ციურ სხეულთა მოძრაობის შესახებ.
ციური სხეულების მოძრაობის მეცნიერული კვლევა-დაკვირვებების ახსნა დაიწყეს ძველმა ბერძნებმა. ძველ საბერძეთში ჩამოყალიბდა სამყაროს აგებულების სხვადასხვა მოდელი. მაგალითად, პითაგორელები თვლიდნენ, რომ სამყაროს ცენტრში მოთავსებულია ღვთიური ცეცხლი, რომლის გარშემო ბრუნავენ ციური სხეულებიდედამიწა და კონტრდედამიწა, მთვარე, მზე და ხუთი პლანეტა. კონტრდედამიწის ცნების შემოტანა პითაგორელებს დასჭირდათ იმიტომ, რომ ციურ სხეულთა რაოდენობა ათი ყოფილიყო. პითაგორელთა წარმოდგენით, ათი განსაკუთრებული (უნივერსალური) რიცხვი იყო.
არისტოტელემდე (384-322 ძვ..) არსებული მოდელი გულისხმობდა, რომ სამყაროს ცენტრში მდებარეობს სფერული დედამიწა, დედამიწის გარშემო განლაგებულია მბრუნავი კონცენტრული სფეროები და ამ სფეროებზე მდებარეობენ მზე და პლანეტები. ამ მოდელის თანახმად, განაპირა სფეროზე მდებარეობდნენ ვარსკვლავები.
კალუდიუს პტოლემეოსმა (90-168 ჩვ..) დახვეწა მოდელი, რომლის მიხედვითაც პლანეტები ბრუნავდნენ ეპიციკლებზეცენტრის გარშემო, რომელიც, თავის მხრივ, ბრუნავდა დედამიწის გარშემო.
პტოლემეოსმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ დედამიწა არ იმყოფებოდა ციური სხეულების ბრუნვის ცენტრში.
პტოლემეოსის მოდელი ხსნიდა არსებულ დაკვირვებებს. პლანეტების მოძრაობაზე დაკვირვება შეიძლებოდა ცის გარკვეულ უბანზეზოდიაქოში. ასევე ანტიკურ ხანაში აკვირდებოდნენ, რომ პლანეტები მოძრაობდნენ არა მხოლოდწინ”, არამედ დროის გარკვეულ მომენტშიუკანბრუნდებოდნენ. ასეთი ტიპის მოძრაობა იხსნება ეპიციკლური მოძრაობით. ასევე, ეპიციკლური მოძრაობისას ციური სხეული სხვადასხვა მანძილზეა დედამიწიდან. ამიტომ ის უფრო კაშკაშაა, როცა ახლოს არის დედამიწასთან და ნაკლებად კაშკაშაა, როცა შორს არის დედამიწიდან.
ის, რომ დედამიწა არ მდებარეობდა ბრუნვის ცენტრში, ხსნიდა იმ გარემოებას, რომ ცივი და თბილი სეზონები სხვადასხვა ხანგრძლივობის იყომზე დედამიწასთან ახლოს ნაკლებ დროს ატარებდა, ვიდრე დედამიწისგან შორს. პტოლემეოსის მოდელი განიხილებოდა როგორც სამყაროს აღმწერი ძირითადი მოდელი დაახლოებით 1500 წლის განმავლობაში.
მართალია, ვარსკვლავები ადამიანებს ათასწლეულების განმავლობაში იზიდავდნენ,
მაგრამ სამყაროს შესწავლა მხოლოდ ტელესკოპის გამოგონების შემდეგ გახდა შესაძლებელი. დღეს გაცილებით ბევრი და ზუსტი ინფორმაცია მოგვეპოვება მზის სისტემაზე,მე ვეცდები ეს ძირითადი ინფორმაცია გადმოგცეთ და მათ, ვისაც უნდა, რომ იცოდეს უფრო მეტი, აუცილებლად დააინტერესებს ეს ნაშრომი.პირადად ჩემთვის, ძალიან საინტერესო ოყო ამ თემაზე მუშაობა, რადგან  მუშაობის პროცესში უამრავი რამ გავიგე მზის სისტემაზე და დედამიწაზე.                                                                                 

No comments:

Post a Comment